ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერისგან" ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო "ფაიზერისგან" ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

თუმცა, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უწყება "ფაიზერისგან" ელოდება დასტურს, როგორ, რა გრაფიკითა და ფორმატით მოხდება ვაქცინის მოწოდება.

„ფაიზერთან" და სხვა მწარმოებლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. „ფაიზერთან" მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს, როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთვაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე",- განაცხადა ტიკარაძემ.