ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.