"ეს მთავრობა არის პრო-ბიზნესური" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კრიზისულ პერიოდში პრემიერის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
"როცა ქვეყანაში კრიტიკულად გარდამტეხი სიტუაციაა, ის მოტივიც კი, რომ პრემიერი პრო-ბიზნესურია, უკვე ბევრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენსა და მთავრობას შორის ხედვების თანხვედრაა, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა პაპაშვილმა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე