ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის, სებ-ისა და ბიზნესის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება -  ვახტანგ ბუცხრიკიძე

ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის, სებ-ისა და ბიზნესის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება - ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პერმიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუფასურებული ლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემას წარმოადგენს.

"ბიზნესის მხრიდან შეხვედრაზე რასაკვირველია, დაისვა კითხვა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ამაზე მთავრობა ფიქრობს. მოკლევადიან პერიოდში მოხდება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლებიც და ეროვნული ბანკიც, სადაც ერთობლივად ისაუბრებენ პრობლემის გადაჭრის გზაზე", - აღნიშნა თიბისის დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე