ინვესტორისგან გვაქვს დასტური, კაშხალს არ შეეხებიან იქამდე ვიდრე კვლევები არ გადამოწმდება, რისთვისაც აპრილის თვეს გამოვიყენებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხდა.
მინისტრი ამ წუთებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო მზადაა ჩართოს ორგანიზაციები და დაინტერესებული ექსპერტები კვლევის დახვეწაში.
"დამკვიდრდა აზრი, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი საჭიროებს კვლევას, იმისთვის რომ გახდეს უფრო უსაფრთხო. ასევე, შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება, რაც შეიძლება მოიტანოს "ნამახვანჰესის" პროექტმა. ასეთი დიდი პროექტი საზოგადოების ჩართულობის და ნდობის არარსებობის პირობებში, რთულად თუ განხორციელდება. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ ყველაზე კრიტიკული ნაგებობები რაც არის, არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება ძირითადი კვლევების გადამოწმება და ვალიდაცია. სოლიდური კვლევა არის მომზადებული, მაგრამ ისევ ვამოწმებთ. "ნამახვანჰესის" პროექტზე მეტი ნდობა უნდა შეიქმნას, რომელსაც სწორი სამეცნიერო აზრი ქმნის", - განაცხადა თურნავამ.