საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის მიმოხილვას ავრცელებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოცემა - „თვის მიმოხილვა“ ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს ქვეყნდება.
„მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
თებერვლის თვის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/moneratyfiscal/2021/tvis_mimoxilva/february.pdf