შეზღუდვები, რომელიც დღეიდან მოიხსნა

1-ლი აპრილიდან ქვეყანაში კიდევ 2 შეზღუდვა მოიხსნა.

საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, 1-ლი აპრილიდან:

  • რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს;
  • ასევე გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.