Google Maps ვიზიტორებისთვის მწვანე მარშრუტების შეთავაზებას იწყებს, სადაც ნახშირბადის მინიმალური კვალი აღინიშნება

Google Maps ახალი მომსახურების რეალიზებას იწყებს. იგი მძღოლებს გადაადგილების დროს შესთავაზებს ეკოლოგიურ მარშრუტებს, სადაც ნახშირბადის მინიმალური კვალი აღინიშნება.

ფუნქცია აშშ - ში 2021 წლის ბოლოს ამოქმედდება, გლობალური გაფართოება კი მოგვიანებით არის მოსალოდნელი.

Google -მა რამდენიმე წლის წინ კლიმატის ცვლილებების მოგვარებაში ჩართულობის ვალდებულება აიღო, აღნიშნული ფუნქცია სწორედ ამ ვალდებულების ნაწილია. აპლიკაციის გაშვებისას, შედგენილი მარშრუტი ავტომატურად ეკოლოგიური იქნება, მომხმარებელმა ფუნქცია თავად უნდა გათიშოს. კომპანია ტესტირებისას აშშ-ის განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის ემისიების მონაცემებს იყენებს.

Google Maps ასევე მოიცავს გზის მონაცემებს Google Street View– დან, რაც საშუალებას გაძლევთ უყუროთ პანორამულ ხედებს მსოფლიოს მრავალი ქალაქის ქუჩებში, დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლიდან. გარდა ამისა, კომპანია იყენებს საჰაერო და სატელიტურ სურათებს.

დაბალი ემისიის ზონებში მძღოლებს დამაბინძურებელი მანქანების გამოყენება აეკრძალებათ. ეს ეხება პირველ რიგში დიზელზე მომუშავე ავტომობილებს. ასეთი ზონები არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

თეონა რამაზაშვილი