მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით, მას შემდეგ, რაც საქონლით ვაჭრობა გლობალური მასშტაბით 2020 წელს 5,3% -ით შემცირდა, 2021 წელს 8% -ით გაიზრდება. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პროგნოზში ორგანიზაციამ ასევე აღიშნა, რომ 2022 წელს მოსალოდნელია ვაჭრობის 4%-ით შემცირება.
დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ვაჭრობის საერთო მოცულობა და ტენდენცია იმ ნიშნულზე დაბალი იქნება, რაც პანდემიამდე იყო.
2020 წლის ოქტომბერში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გლობალური საქონლით ვაჭრობის 9.2% -ით შემცირება იწინასწარმეტყველა წლის ბოლოს.