საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 712 ტესტი ჩატარდა.