ვადაგადაცილებული სესხები 23.6 მლნ ლარით შემცირდა

თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 23.6 მლნ ლარით შემცირდა და 578.5 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხები კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.4 პროცენტამდე შემცირდა.

თაია არდოტელი