ცხოველებისა და მცენარეების ინვაზიური სახეობების გამრავლებამ, მსოფლიო ეკონომიკა 1,3 ტრილიონი დოლარით აზარალა - ეკოლოგების ახალი კვლევა

ჟურნალ Nature-ს მიერ გამოქვეყნებული სამეციერო ნაშრომის მიხედვით, გარემოს დამცველებმა დაადგინეს, რომ გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცხოველებისა და მცენარეების ინვაზიური სახეობების გავრცელებამ მსოფლიო ეკონომიკა 1,3 ტრილიონი დოლარით აზარალა.

ამ სახეობებს შორის მოიაზრებიან კოღოებიც, რომლებიც ავრცელებენ ზიკას ვირუსს, ბრაზილიურ ცეცხლოვანი ჭიანჭველები და ჩვეულებრივი თაგვებიც კი კატებთან ერთად.

"ეს დანაკარგები კვლავ იზრდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ინვაზიური სახეობების უარყოფითი "წვლილი“ მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ერთდროულად 50 აფრიკის მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება” - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის უნივერსიტეტის მკვლევარი, კრისტოფ დიანე.

ინვაზიური სახეობები სიცოცხლის ისეთ ფორმას ეწოდება, რომელიც კონკრეტულ რაიონში ადამიანების საქმიანობის გამო ვრცელდებიან. რამდენიმე ათეული წლის წინ, ისინი პლანეტის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცნენ.

მაგალითად, გასული საუკუნის შუა რიცხვებში აშშ-ში ბრაზილიური “ცეცხლოვანი“ ჭიანჭველების გავრცელებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ დედამიწაზე მცხოვრები რამდენიმე სახეობის ლოკოკინა გაქრა, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირდა უხერხემლოთა და ძუძუმწოვრების სხვა სახეობების რაოდენობა.

აფრიკულმა სოკომ- “Batrachochytrium dendrobatidis“, რომელმაც ევროპაში, ამერიკასა და აზიაში შეაღწია, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 90 ამფიბიის სახეობა გაანადგურა.

ინვაზიური სახეობების გავრცელების გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და სიცოცხლის ფორმებზე მეცნიერებმა პირველად შეისწავლეს.

მთლიანობაში, ფლორისა და ფაუნის ინვაზიური სახეობების მიგრაციამ მთელს მსოფლიოში, გლობალური ეკონომიკა დაახლოებით 1,3 ტრილიონი აშშ დოლარით აზარალა. ამ დანაკარგების უმეტესობა მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ამ დანაკარგების მნიშვნელოვანი მიზეზი მხოლოდ ათი სახეობის ინვაზიური ცხოველი იყო, რომელთაგან თითოეულმა მსოფლიო ეკონომიკას რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი “წაართვა“. ამაში შედიან კოღოები, რომლებიც მალარიასა და ზიკას ავრცელებენ, ჩვეულებრივი თაგვები და კატები, ასევე ტაივანური ტერმიტები და ბრაზილიური ცეცხლოვანი ჭიანჭველები.

თეონა რამაზაშვილი