2021 წლის ბოლოს ინფლაცია 6-7% იქნება - „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

2021 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის პროგნოზი 6.0-7.0%-ს შეადგენს.

ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საბაზო სცენარით, 2021 წელს 2019 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25% აღდგება, ხოლო 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს.

ანგარიშში, მათ შორის, საუბარია, ლარის კურსზეც. კვლევის თანახმად, როგორც რეალური ეფექტური, ისე ორმხრივი გაცვლითი კურსები კვლავ გაუფასურებული რჩება. წინა პროგნოზთან შედარებით, ლარი-აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მოლოდინები მცირედით გაუარესებულია. ლარი აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მოლოდინი 3.2 – 3.5 -ის ფარგლებშია.

თაია არდოტელი