ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft პენტაგონის დაკვეთით სპეციალურ სათვალეზე მუშაობას იწყებს, რომელსაც ე.წ. შერეული რეალობის ფუნქცია ექნება. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
2018 წელს Microsoft-მა 480 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიიღო. კომპანიამ ვიზუალური დამატების ინტეგრირებული სისტემის, IVAS (Integrated Visual Augmentation System) პროტოტიპი უნდა შექმნას. VR-სლემის ეს მოდიფიკაცია, სახელწოდებით „Microsoft HoloLens“, ამერიკელი ჯარისკაცებისთვის არის განკუთვნილი.
„აშშ-ის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Microsoft-თან IVAS-ის შესაქმნელად ითანამშრომლებს,“ - წერია კომპანიის ვებგევრდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Microsoft 120 ათასი სამხედრო დანიშნულების სათვალის დამზადებას აპირებს. კონტრაქტის ვადა 10 წელია და მისი ღირებულება 22 მილიარდი დოლარია.