„საზოგადოება და ბანკები“ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით მიმართავს

„საზოგადოება და ბანკები“ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილება (შემცირება), რამაც შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ბიუჯეტის შესრულებას.

"ბიზნესპრესნიუსი" საზოგადეობა და ბანკების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ"

"არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილება (შემცირება). ამან შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ბიუჯეტის შესრულებას.

საზოგადოება და ბანკები რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას:

  • დროულად დააკორექტიროს 2021 წლის ბიუჯეტი
  • სასურველია არ გაიზარდოს ისედაც მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი (7.5%)
  • შემცირდეს ხარჯვითი ნაწილი",- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად