დღეისთვის კვლევაში რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და მათგან 3 ნამდვილად რეინფიცირება აღმოჩნდა.
„კვლევაში დღეისათვის რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და 3 შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა.
ასევე, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა, ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“, - განაცხადა ზახაშვილმა.