27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 1269 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და 2 კილოგრამი უაქციზო თუთუნის გადაზიდვის 5 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.