მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის 3 უბანში უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყო.
როგორც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟზე.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.