„კოლორ ჯგუფის“ აქცია პასკის შეფუთვებზე 10 აპრილამდე გაგრძელდება - რას სთავაზობს კომპანია ბიზნესებს?

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი თვე რჩება და ბიზნესი პასკის წარმოება-შეფუთვისთვის საჭირო პროცედურების მომზადებასა და რესურსის მობილიზებას იწყებს.

გემოვნური თვისებების გარდა, მომხმარებლის ყურადღებას იქცევს შეფუთვის ვიზუალი, მისი რეპრეზენტატულობა და მრავალფეროვნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესმა მასზე აქცენტი გააკეთოს.

რა მასალებით და ტექნოლოგიით უნდა დაიბეჭდოს შეფუთვა, რომ მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს? ამის შესახებ პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფის“ გაყიდვების აღმასრულებელს მარიამ მუხიგულს ვესაუბრეთ:

ბიზნესმა სააღდგომო პროდუქციის წარმოებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ძირითადად რა სახის შეფუთვებია მათი მხრიდან მოთხოვნადი?

სააღდგომო ციებ-ცხელება ნამდვილად დაიწყო და არაერთი საინტერესო დიზაინი კეთდება ჩვენს დიზაინ სტუდიაში. კომპანიების ძირითადი ნაწილი იყენებს პლასტიკის შეფუთვას, როგორც ბრენდირებულს ასევე დაუბრენდავს. კომპანიების ნაწილი სასაჩუქრე შეფუთვებსაც გვთავაზობს ყუთების ან მუყაოს შემოსაკრავების სახით.

color2-1617343470.jpg

რას ურჩევთ, რა სახის შეფუთვაზე გააკეთონ აქცენტი, თანხაც რომ დაზოგონ და ამავდროულად, თანამედროვე, მიმზიდველი ვიზუალი ჰქონდეთ?

თუ მომხმარებლის მიზანია, დაზოგოს თანხა და დრო, ამასთან ერთად იყოს თანამედროვე და გამორჩეული, ამისათვის ვურჩევთ გამოიყენონ დაბრენდილი პლასტიკი, რადგან ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და პასკაც მარტივად იფუთება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პასკა ცელოფანში კარგად ინახება და არ ჭირდება დამატებით რაიმე სახის გადაფუთვა.

რას სთავაზობთ ბიზნესს წინასააღდგომოდ?

წინასააღდგომოდ მცირე და საშუალო კომპანიებს ვთავაზობთ ნებისმიერი რაოდენობის ყუთის და ცელოფნის ბრენდირებული შეფუთვის დამზადებას. მათ შეუძლიათ საკმაოდ ეკონომიურ ფასად დაამზადონ სააღდგომო დიზაინის ყუთი და პლასტიკის შეფუთვა, ამასთან ერთად თავიანთი ლოგოსთვის საჩუქრად მიიღებენ ბრენდირებულ სტიკერს.

color3-1617343539.jpg

რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიას, რომელზეც შეფუთვებს ამზადებთ?

ჩვენი ტექნოლოგია გამოირჩევა თავისი შესაძლებლობებით. 2019 წელს შევიძინეთ უახლესი დანადგარი „ინდიგო 20 000“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დამატებითი ერთჯერადი ხარჯების გარეშე მოკლე დროში დავამზადოთ ნებისმიერი დიზაინის შეფუთვა და უმაღლესი ხარისხი მივიღოთ. ერთჯერადი ხარჯები ძირითადად ყველა კომპანიაში გვხვდება, რომ განვმარტოთ - ეს არის საბეჭდი ფორმების ხარჯი, რომელიც თითოეულ სახეობაზე ხდება საჭირო ბეჭდვის დროს. ჩვენს მომხმარებელს კი საშუალება ეძლევა, სხვადასხვა სახეობის პროდუქტისთვის დაამზადოს ინდივიდუალური შეფუთვა და არ შეზღუდოს პასკის სახეობები. მაგალითად შოკოლადიანი, მარციპანიანი, პუდრით და სხვა პასკის სახეობებისთვის გამოიყენოს ინდივიდუალური შეფუთვა და ამისათვის არ გადაიხადოს ზედმეტი თანხა.