მრავალფუნქციური პრემიუმ-კლასის პროექტის - „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აპარტამენტები, სასტუმრო, რესტორანი, დახურული აუზი, საბავშვო გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და 4 800 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა - ეს „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია. პროექტი მოიცავს სრულყოფილად დასვენებისთვის ყველა საჭირო სერვისს. მას დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს.
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ არქიტექტურა გადაწყვეტილია სამთო-სათხილამურო კურორტების სტილში. პროექტი სრულად მორგებულია ლანდშაფტზე, რადგან დაცულია სიმაღლის შეზღუდვა და ნაგებობები და მთლიანად კომპლექსი კურორტის ერთიანი კონცეფციიდან არ არის ამოვარდნილი. ამასთან, კომპანია სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც სასტუმროს, აპარტამენტებისა და სხვა ობიექტების ტერიტორიის, ისე რეკრეაციული ზონის მოვლა-პატრონობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
„მთლიანი ტერიტორიის მოვლა პატრონობა გაგრძელდება, რაც გულისხმობს გამწვანებულ სივრცეში არსებული ნარგავების, საცურაო აუზის, რესტორნის ტერიტორიისა და სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობასა და პროექტის ტერიტორიის დასუფთავებას“, - განმარტავენ „ტერასა რეზორთ ბაკურიანში“.
პროექტი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით ხორციელდება, რაც ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურობას უზრუნველყოფს და ქმნის დაცულ და მყუდრო გარემოს.
უფრო კონკრეტულად:
· საყალიბე ინვენტარი ხორციელდება ავსტრიული კომპანიის - Doka მასალებით;
· გამოიყენება „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმოების ცემენტი;
· ყველა შენობა გადაიხურება ფინური წარმოების პროფილირებული უმაღლესი ხარისხის თუნუქით;
· პროქტი სრულად ენერგოეფექტური იქნება. თბოიზოლაცია უმაღლესი ხარისხის პერლიტითა და დათბუნების მასალით გაკეთდება, რომელიც ქართული კომპანია „თერმოჰაბის“ მიერ ყველა სტანდარტის დაცვით არის წარმოებული. თბოიზოლაცია აპარტამენტებში სითბოს შენარჩუნებასა და საცხოვრებლად კომბინირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. აღნიშნული მასალები არის ნატურალური, რაც პროექტის დიდი უპირატესობაა.
· ყველა აპარტამენტი აღიჭურვება ევროპული წარმოების იზოალუმინის კარ-ფანჯრებითა და ენერგოეფექტური მინაპაკეტით.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბინები ჩაბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. გარდა ამისა, ბინის მესაკუთრეებს დამატებით კომფორტს შეუქმნის გაქირავების სერვისი, რომელსაც „ტერასა ჯგუფი“ სთავაზობს. პროექტი 2022 წელს დასრულდება, შესაბამისად, უმასპინძლებს 2023 წელს ბაკურიანში დაგეგმილ სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოსულ სტუმრებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ.