„ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა დახმარებას იღებს საქართველო ევროკავშირისგან და რა რეფორმებისა თუ პროგრამების განხორციელებაზე მიემართება ეგ თანხები.
როგორც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონიდან ირკვევა, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტი ჯამში, 286,925 მლნ ლარის გრანტს მიიღებს. აქედან, გთავაზობთ იმ თანხებსა და პროგრამებს, რისთვისაც გრანტს ბიუჯეტი ევროკავშირიდან მიიღებს: