Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4210 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4210 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4225 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 1-ელ აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4410 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0404 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.