მარტის ბოლოს მსოფლიო საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციების ჯამურმა ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ყველა ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ჯამურმა ღირებულებამ 106 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. ინფორმაციას გამოცემა Nikkei ექსპერტების გამოთვლების საფუძველზე ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, აქციებზე გლობალური ზრდა განპირობებულია საფონდო ბირჟებზე ინვესტორების გადამისამართებით, რომლებიც მოგებას პანდემიის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის შედეგად ელოდებიან. აქციების ღირებულება მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტს უკვე აღემატება, რასაც გამოცემის ექსპერტების გათვლებით, ბაზრის გადახურების სახე აქვს.
106 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქციებიდან 45 ტრილიონი დოლარი აშშ-ის ბირჟებზე მოდის.