ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცხელი ხაზის 15 22-ის რეორგანიზაცია დასრულდა და თანამშრომლებს კუთვნილი ანაზღაურება აღებული აქვთ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ცხელი ხაზის რეორგანიზაცია 15 22-ის სერვისის სამედიცინო ჰოლდინგში გადატანას ითვალისწინებდა.
"1522-ის რეორგანიზაცია დასრულდა, ანაზღაურებაც ყველას თავის დროზე აქვს მიღებული. იქ პრობლემა არ არსებობდა. ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
რეორგანიზაცია ითვალისწინება ჯანდაცვიდან სამინისტროდან 15 22-ის სერვისის სამედიცინო ჰოლდინგში გადატანას",-განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22- ის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მათ თებერვლის თვის სახელფასო ანაზღაურება არ ჰქონდათ აღებული, რის გამოც თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიფიცა.