დელიკატესები და უცნაური საკვები ტურისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა რესტორანში იზიდავს.
არსებობს ისეთი დელიკატესიც, რომლის შეძენასაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ვერ შეძლებს. თუმცა, არჩევანი ყოველთვის არის. ზღვის ბინადრებიდან დაწყებული, უძვირფასესი ჩაით დამთავრებული. გთავაზობთ იშვიათი კერძების არჩევანს, რომლის დაგემოვნებასაც ევროპის ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც შეძლებთ.
“Coffin Bay“-ს სამეფო ხამანწკები
ამ სამეფო ხამანწკას ხშირად ოკეანის სტეიკს ან ურჩხულ ხამანწკას უწოდებენ. საშუალოდ, თითოს ფასი 70 დოლარია.
მათ ყველაზე მეტად სამხრეთ ავსტრალიაში, Coffin Bay Oyster Farm- ში მოიპოვებენ.
თევზი ფუგუ
ფუგუ იაპონური დელიკატესია. უჩვეულო გარეგნობის თევზი, რომელიც შხამს შეიცავს და სპეციფიური მომზადება სჭირდება, მთელს მსოფლიოში არის ცნობილი და მასზე არც თუ მცირე მოთხოვნაა.
გახსოვდეთ, ფუგუ მხოლოდ მაღალკვალიფიციური და ლიცენზირებული შეფის მიერ უნდა იყოს მომზადებული.
ევროკავშირში ფუგუ აკრძალულია, მაგრამ ის ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სადაც მისი ფასი დაახლოებით 200 დოლარს შეადგენს.
ეთიკური ფუი გრა (ethical foie gra)
“ფუი გრა“ ძვირადღირებული დელიკატესია, რომელიც ბევრს არ მოსწონს. მის დასამზადებლად ბატებს კვებავენ მხოლოდ ბრინჯით და ბალახით, რაც იწვევს წონის ბუნებრივ მატებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად აგრძელებს “ფუი გრას“ წარმოების პროცესს.
ერთი ქილა პაშტეტი 154 დოლარი ღირს.
საზამთრო დენსუკი
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საზამთრო, იაპონიაში გამოიყვანეს. მთლიანად შავი ნაყოფი სეზონზე მხოლოდ რამდენიმე ასეულია. მაგალითად 2016 წელს საზამთროს მხოლოდ 70 000 ერთეული იყო ხელმისაწვდომი. დენსუკი იწონის დაახლოებით 3,6 კგ-ს. 2008 წელს ის 6 057 აშშ დოლარად გაიყიდა.
და ჰონ პაო ჩაი
მუქი ულონგის ჩაის, რომელიც მხოლოდ ჩინეთის მთების კლდოვან ნიადაგზე იზრდება, ლეგენდარული ძლიერი სიტკბო და ხის მდგრადი არომატი აქვს. ერთი გრამი ჩაი დაახლოებით 21,700 აშშ დოლარი ღირს.
ლალის რომაული ყურძენი
იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში წარმოებული მაღალი ხარისხის რომაული ყურძნის ლალი იზრდება პინგ-პონგის ბურთის ზომამდე, მაგრამ ძალიან იშვიათია. ზოგჯერ პრემიუმ სტანდარტს წელიწადში მხოლოდ ერთი მტევანი აკმაყოფილებს და ყურძნის ყველაზე ძვირად ღირებული მტევნის რეკორდი მოხსნეს 2018 წელს, როდესაც 24 ყურძნის მტევანი 8 800 ფუნტად (11 139 აშშ დოლარად) გაიყიდა.
სამეფო ნესვი
იაპონური ჯიშის, წვნიანი და ტკბილი სამეფო ნესვი ორი ჯიშის ნესვის ჰიბრიდია, სწორედ ეს აძლევს მას განსაკუთრებულ გემოს.
ერთი ნესვი დაახლოებით 1.3 კგ იწონის. მისი მოყვანა რთული პროცესია და ჯერჯერობით ვერც ბევრი ნაყოფის გაზრდა ხერხდება. 2019 წელს აუქციონზე ერთი ნესვი 27 229 დოლარად გაიყიდა.
ატლანტიკური ცისფერი ტუნა
ატლანტიკურ ცისფერ ტუნას, რომელიც ცნობილია თავისი ნაზი ვარდისფერი-წითელი ხორცით, ხშირად იყენებენ სუშისა და საშიმის დამზადების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ თევზი ახლა გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჩამონათვალშია, მასზე მაინც დიდი მოთხოვნაა.
2020 წელს ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარზე გამართულ აუქციონზე 276 კგ ტუნა 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. შეთავაზება იყიდა სუშის ბიზნესმენმა კიოში კიმურამ.
ალმას ხიზილალა
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ, ოფიციალურად აღიარებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ხიზილალა ალმას ხიზილალაა. ერთი კილოგრამი დაახლოებით 10 139 აშშ დოლარი ღირს. ხიზილალა იშვიათი ალბინური ზუთხის ან ირანული ბელუგისგან. მზადდება.
(წყარო - lovefood.com)