რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევას და შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.
როგორც შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, დღეს არსებული შეზღუდვები სარესტორნო ბიზნესს გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს.
„ვინც გახსნა ობიექტი ისევ დახურვაზე ფიქრობს, რადგანაც განვითარებას და პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე, საზოგადოება და ბიზნესი, ქაოტურ რეჟიმში, თავად ახერხებს გადაადგილებას, რომელიც ურთულესია. რეგულაციების ფარგლებში შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა, ასევე „კომენდანტის საათის“ მინიმუმ ორი საათით გადაწევა მნიშვნელოვანია. დღეს არსებული ვითარება უნდა დარეგულირდეს და ადმინისტრირება მოხდეს. ეკონომიკის ამუშავებას და მის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება მთავრობასთნ კომუნიკაციას, სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ შეხვედრაზე თავს იკავებენ“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ "მთავარში".
ცნობისთვის, 8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების პირობებში რესტორნებმა, შიდა სივრცეებში შაბათ-კვირის გარდა ფუნქციონირება განაახლეს. ამასთან, ძალაშია 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.