Novavax, Moderna, AstraZeneca - ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც COVID-19 ვაქცინით მილიარდები გამოიმუშავეს

COVID-19 ეფექტური ვაქცინების წარმოება და გავრცელება პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალია. ახლა ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის მისაღებად, ქვეყებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. დიდი მოთხოვნის გამო, ვაქცინის წარმოება სარგებლის მოტანასთან ერთად, სარფიან ბიზნესად იქცა.

მსოფლიო ვაქცინების ბაზარი 2021 წელს სავარაუდოდ 35 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2022 წლისთვის 42 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სად მიდის ეს ფული? რა თქმა უნდა დიდი ნაწილი COVID-19 ვაქცინების მწარმოებლებთან. მათ უკვე მილიარდები გამოიმუშავეს.

BPN გთავაზობთ მწარმოებელი კომპანიების შესახებ მოკლე ფინანსურ მიმოხილვას.

Novavax: 418.7 მილიონი დოზა მსოფლიოს მასშტაბით

ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია Novavax- ს ბოლო 33 წლის განმავლობაში ბაზარზე ახალი ვაქცინა არ წარუდგენია, მაგრამ კომპანიამ ახლახანს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული COVID-19 ვაქცინა კორონავირუსისგან გარდაცვალებისგან 100% დაცვას უზრუნველყოფს. შედეგებმა ასევე აჩვენა ეფექტურობის მაღალი დონე იმ შტამების წინააღმდეგ, რომლებიც მუტირებულია.

აშშ-ში, მერილენდში დაფუძნებულ ნოვავაქსს, აშშ-ის მთავრობის პროგრამის "ოპერაცია Warp Speed" პროგრამის მეშვეობით 1,6 მილიარდი დოლარის დაფინანსება აქვს მიღებული.

ნოვავაქსმა კანადის მთავრობასთან თებერვალში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თუკი პრეპარატი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ოფიციალურად დამტკიცდება, კანადას 52 მილიონ დოზას გადასცემს, რისი ფასიც დაახლოებით ორ ათეულ მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

Novavax– ის კვლევის ხელმძღვანელი გრეგორი გლენი ამბობს, რომ კომპანიას შეუძლია თვეში 150 მილიონამდე დოზის წარმოება.

GlaxoSmithKline and Sanofi: 732 მილიონი დოზა

Sanofi და GlaxoSmithKline მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ორი ყველაზე ცნობილი სახელია, მაგრამ კომპანიას არასრულყოფილი ცდების და დატესტვის ჩატარების გამო გარკვეული ხარვეზების გამოსწორება მოუხდა. შეცდომის აღმოჩენამდე ორ მეგა კომპანიას იმედი ჰქონდა, რომ 2020 წელს 100 მილიონი დოზის რეალიზებას შეძლებდა, ხოლო 2021 წელს ერთ მილიარდ დოზას. თუმცა, ეს ვერ შეძლეს.

სანამ დატესტვა დასრულდება, რამდენიმე დიდი ქვეყნის მთავრობამ კომპანიისგან ვაქცინები წინასწარ შეიძინა. 29 ივლისს, დიდმა ბრიტანეთმა დადო გარიგება და 60 მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებისთვის 650 მილიონი დოლარი გადაუხადა. 31 ივლისს აშშ-ს მთავრობამ შეიძინა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, მოგვიანებით დამატებით 500 მილიონი და 2,1 მილიარდი დოლარი გადაუხადა. 60 მილიონი დოზა შეიძინა კანადის მთავრობამაც.

Moderna Therapeutics: 1 მილიარდ დოზაზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით, 2021 წელს

ორ დოზიანი Moderna-ს ვაქცინა, რომელიც უნდა ინახებოდეს -20 ° C ტემპერატურაზე, აშშ-ში გამოსაყენებლად 19 დეკემბერს დამტკიცდა, იმ დროისთვის ქვეყანამ უკვე შეუკვეთა 200 მილიონი დოზა. მას შემდეგ აშშ-მ დამატებით 100 მილიონი დოზა შეუკვეთა.

გარიგების მიხედვით, ვაქცინის შემუშავება სუბსიდირებულია აშშ-ს მთავრობის მიერ, ამის გამო თითოეულ დოზაში ამერიკა 15 დოლარს იხდის, ხოლო ევროკავშირი, რომელმაც პრეპარატი 6 იანვარს დაამტკიცა, იხდის 18 დოლარს. ამ დროისთვის ევროკავშირმა 310 მილიონი დოზა მიიღო, გარიგების მიხედვით კი 2022 წელს დამატებით 150 მილიონი დოზის შეკვეთის უფლება ექნება.

ევროკავშირს სწრაფად მიბაძეს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა და პრეპარატი 8 იანვარს დაამტკიცეს. ქვეყანამ შეუკვეთა 17 მილიონი დოზა. ვაქცინის დანერგვა აპრილში დაიწყება. სინგაპური აზიის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თებერვალში Moderna -ს ვაქცინა დაამტკიცა, მათ ფილიპინები 22 მარტს შეუერთდნენ და შვიდი მილიონი დოზა შეუკვეთეს.

იანვარში, მოდერნამ განაცხადა, რომ 2021 წელს 600 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. ეს არის მის საწყის საბაზისო შეფასებაზე 100 მილიონით მეტი. Moderna იმედოვნებს, რომ წელს წარმოების პოტენციალი ერთ მილიარდ დოზამდე გაიზრდება, რადგან ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციები ჩადეს. ეს უკანასკნელი კი სამუშაო ძალას გააძლიერებს.

Moderna- ს განცხადებით, 2021 წელს გაყიდვები 18.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. Barclays- ის ერთ - ერთმა ანალიტიკოსმა კი 19,6 მილიარდი ივარაუდა. 2022 წელს კომპანია ელოდება 12,2 მილიარდს, 2023 წლისთვის კი 11,4 მილიარდ დოლარს. მათი გათვლებით ეს ყველაფერი დაანგარიშებულია დამატებითი ვაქცინაციის ხარჯზე, რომელიც სავარაუდოდ, მომდევნო წლებშიც საჭირო იქება.

ამერიკული კომპანიის ვაქცინების უმეტესობა მზადდება „მოდერნას“ მტავარ ობიექტში - კემბრიჯში, მაგრამ მას ასევე აქვს ხელშეკრულებები ბიოტექნიკურ კომპანია Lonza- სთან, რომელსაც აქვს ფარმაცევტული საწარმოები აშშ-სა და შვეიცარიაში. Recipharm-თან საფრანგეთში და სხვა კომპანიებთანაც.

Johnson & Johnson: 1 მილიარდი დოზა მსოფლიოს მასშტაბით 2021 წელს

Johnson & Johnson მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის ღირებულებაა 434,42 მილიარდი დოლარს შეადგენს. გასულ წელს ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson Pharmaceuticals- მა დაიწყო COVID-19- ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის მოძიება. ამ წლის 28 თებერვალს კი მისი პრეპარატი გახდა მესამე პრეპარატი, რომელიც აშშ-ში გამოიყენეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 მარტს დაამტკიცა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, COVID-19 ვაქცინების გლობალური წვდომის (COVAX) პროგრამის ფარგლებში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინებს დაარიგებს. COVAX პროგრამამ J&J– ს შეუკვეთა 100 მილიონი დოზა, ამ წელს დამატებით 100 მილიონის შეძენის შესაძლებლობა იქნება, 2022 წელს 300 მილიონის.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა უფრო იაფია, ვიდრე უმეტესობა, რადგან ეს არის ერთჯერადი ვაქცინა. Fierce Pharma– ს თანახმად, წამლის გამოკვლევა და განვითარება ნაწილობრივ დააფინანსა აშშ-ს მთავრობამ, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Johnson & Johnson- თან 100 მილიონი დოზის მიწოდებაზე.

Johnson & Johnson წელს მიზნად ისახავს ერთი მილიარდი დოზის წარმოებას. მხოლოდ COVAX პლატფორმამა მას 500 მილიონი შეუკვეთა, რითიც, Guardian– ის თანახმად 10 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

Sinopharm: 1 მილიარდი დოზა 2021 წელს

„სინოფარმი“ არის ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელმაც ქვეყანაში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვაქცინა შექმნა. მას შემდეგ, რაც ფაზურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა იყო 86% -ით ეფექტური, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბაჰრეინი იყვნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც დეკემბრის შუა რიცხვებში, ვაქცინა დაამტკიცეს. ჩინეთმა ვაქცინა დაამტკიცა 30 დეკემბერს და გამოაცხადა, რომ ეფექტურობა 79,34% იყო. სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა ეგვიპტეც.

საცდელი პერიოდის დასრულებამდეც, „სინოფარმის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი კომპანიის ვაქცინა მნიშვნელოვნად უფრო ძვირი იქნებოდა, ვიდრე მისი კონკურენტები. თითო ვაქცინა დაახლოებით 31 აშშ დოლარი ეღირებოდა.

თებერვალში ჩინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სინოფარმით“ 43 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, აქედან, კერძოდ ჩინეთში 34 მილიონი.

გამალეიას ინსტიტუტი: 1.4 მილიარდი ვაქცინა რუსეთს გარეთ

რუსეთის “გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი ვაქცინა Sputnik V, პირველი რეგისტრირებული COVID-19 ვაქცინა გახდა მსოფლიოში მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში მისით რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა.

თებერვალში გამოქვეყნებულმა შუალედურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ Sputnik V 91,6%-ით ეფექტურია COVID-19 პრევენციისთვის.

ვაქცინა ამჟამად მზადდება რუსეთის გარეთ, ბრაზილიასა და ყაზახეთში. ამ წელს Sputnik V- ის 752 მილიონი დოზის წარმოების გეგმით, ინდური კომპანიები ლიდერობენ.

რუსეთი ასევე ცდილობს შექმნას პრეპარატი იტალიაში, რადგან სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების შემდეგ, ვაქცინაზე მოთხოვნილებამ მოიმატა. Sputnik V დამტკიცებულია 57 ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მექსიკაში და არგენტინაში.

Sinovac: 2 მილიარდი დოზა

„სინოვაკი“ არის სამი ჩინური კომპანიიდან ერთ – ერთი, რომელმაც გამოუშვა კორონავირუსის ვაქცინა სახელწოდებით CoronaVac, თუმცა ის ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებას ელოდება. „სინოვაკი“ 2021 წელს ერთი მილიარდი დოზის წარმოებას ელის, რითიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა, ოფიციალური ცნობები ფასების შესახებ მიუწვდომელია.

თურქეთმა Sinovac-ით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იანვარში დაიწყო და იმედოვნებს, რომ მაისის ბოლოს 105 მილიონ დოზას მიიღებს. 2021 წლის დასაწყისისთვის ინდონეზიამ მიიღო 125,5 მილიონი დოზა, პრეზიდენტი კი პირდაპირ ეთერში აიცრა.

Pfizer and BioNTech: 2.5 მილიარდი დოზა მსოფლიოს მასშტაბით, 2021 წელს

Pfizer-მა და BioNTech– მა ყველაზე პირველებმა წარადგინეს ვაქცინა, რომელმაც 3 კლინიკური კვლევების შედეგად დადებითი მონაცემები აჩვენა. ამერიკულმა Pfizer-ი და გერმანული BioNTech 2.5 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ, რაც 11.7 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანთ. ბრიტანული ბანკის Barclays– ის ანალიტიკოსის პროგნოზით, ამ წელს გაყიდვები 21.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

Oxford -ის უნივერსიტეტი და AstraZeneca: 3 მილიარდი დოზა მსოფლიოს მასშტაბით

ვაქცინა, რომელიც დამზადებულია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca- ს მიერ, პირველად 30 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს.

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო 100 მილიონი დოზა, რომელთა უმეტესობა ინგლისში ორ ობიექტში იწარმოება.

ვაქცინის გადანაწილების პროცესში ევროკავშირსა და AstraZeneca- ს შორის დაძაბულობა გაჩნდა, რადგან კომპანიამ ვერ შეძლო 120 მილიონი დოზის მიწოდება, რომლებიც მარტის ბოლოსთვის უნდა ყოფილიყო მზად ევროპის ქვეყნებში რეალიზაციისთვის. ევროკავშირმა AstraZeneca დიდი ბრიტანეთისთვის შეღავათიანი მკურნალობის უზრუნველყოფაში დაადანაშაულა.

Oxford-AstraZeneca ვაქცინა ამჟამად დამტკიცებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში და მისი წარმოება დამოკიდებულია 15 სხვადასხვა ქვეყანაში მიწოდების ჯაჭვებზე. ვაქცინა COVAX პლატფორმის ერთ – ერთი ყველაზე პირველი პარტნიორი იყო. პროგრამის თანახმად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 3 დოლარად ყიდვა შეეძლოთ.

ზოგადად, AstraZeneca- ს დადებული აქვს პირობა, რომ "პანდემიის დროს" ახალი მედიკამენტიდან ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს.

საინვესტიციო ბანკის SVB Leerink– ის ანალიტიკოსების მიერ გავრცელებული იფორმაციით, 2021 წელს „ასტრაზენეკამ“ 1,9 მილიარდი დოლარის ვაქცინა გაყიდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი