მსოფლიო ბანკი  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პროექტების დაფინანსებას გააფართოვებს

მსოფლიო ბანკი გეგმავს გაზარდოს დაფინანსების მოცულობა იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ჩართულია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტის დევიდ მელპასას მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წარედგინა ამ ფინანსური ინსტიტუტის ახალი სამოქმედო გეგმის „საკვანძო ელემენტები“ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკი „მომდევნო ხუთი წელი“ გეგმავს მიაღწიოს იმას, რომ საშუალოდ 35% მის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ჰქონდეს „გვერდითი დადებითი ეფექტები, რომელიც კლიმატს შეეხება“, - ხაზს უსვამს მელპასა.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ამავე პერიოდში მისი და მასში შემავალი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მიაღწევენ იმას, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით მათ მიერ დაფინანსებული პროექტების 50% „იქნება ადაპტირებადი და მდგრადი“. ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 26%-ია, - აცხადებს მელპასა.

მისსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები იქნება თავსებადი „პარიზის შეთანხმების მიზნებთან“. ამ ამოცანის გადაჭრა კი დაგეგმილია 2023 წლის 1-ელ ივლისამდე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო ბანკმა 83 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოყო პროექტებზე, რომლებიც მოწოდებული იყო კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ.

კოკა კვირკველია