დონალდ ტრამპი ახალ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარეგისტრირდა ახალ სოციალურ ქსელში Campaign Nucleus, რომელიც მისი წინასაარჩევნო შტაბის მრჩეველის მიერ 2016 წელს არის შექმნილი. ამასთან, როგორც Fox News წერს, ტრამპს უარი არ უთქვამს საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე.

რაც შეეხება, სოციალურ ქსელს Campaign Nucleus-ს, ის წერილების გაგზავნას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მის მომხმარებლებს შეუძლიათ წერილი გაუგზავნონ და დაუკავშირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. Campaign Nucleus-ის ჩატებში დონალდ ტრამპს შეეძლება მედიაში საკუთარი გამოსვლები დააგზავნოს და ეკონტაქტოს მის მომხრეებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Facebook-მა წაშალა ლარა ტრამპის ანგარიში, რომელმაც დონალდ ტრამპთან მისი ვიდეო გაავრცელა ამ ქსელში. სოციალურმა ქსელმა ტრამპის მონაწილეობით ნებისმიერი კონტენტის პუბლიკაცია აკრძალა.

დონალდ ტრამპის მიერ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ანგარიშები დაუბლოკეს მსხვილმა სოციალურმა ქსელებმა, როგორიცაა: Twitter, Facebook, Youtube, Instagram და Twitch. Twitter-ში ტრამპს 89 მლნ ხელმომწერი ჰყავდა.

კოკა კვირკველია