საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 729 ტესტი ჩატარდა.