2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად - მზესუმზირის ზეთია გაძვირებული. კერძოდ, მისი ფასი 62,79%-ით არის გაზრდილი. 10 პროდუქტის/მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა, ასე გამოიყურება: