უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო ტურიზმი შეაჩერა და არავინ იცის როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.
როგორც ეკონომიკის სხვა დარგები, ტურიზმი და კონკრეტულად ავიაციაც ცდილობს, პანდემიით შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაციას.
CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ Crystal Cabin Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც არაერთმა კომპანიამ საკუთარი ინვოაციური იდეები წარადგინა.
დაჯილდოების დროს რამდენიმე იდეამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გამოცემა წერს, რომ წარდგენილი პროექტები შესაძლოა, სულ მალე თვითმფრინავის ბორტზე რეალობად იქცეს.
სკამები ფრენის საწინააღმდეგო მიმართულებით
CNN-ის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სკამები განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება მათთვის, ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მგზავრობს და ფრენისას დროის ერთად გატარება სურს.
მეტი პირადი სივრცე
გამოცემის ინფორმაციით, პანდემიის დროს სხვა მგზავრებს შორის დისტანციის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ მათ ვისაც სურს მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს შესაძლებლობა ექნებათ მცირე ზომის კაბინებით ისარგებლონ, სადაც კომფორტული სკამი და მაგიდა იქნება განთავსებული.
სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის
The University of Cincinnati-ის იდეამ "coffee house" საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტის ნაწილზე დიდი ზომის მაგიდა განთავსდება, სადაც მგზავრები მუშაობასა და მცირე ზომის საქმიანი შეხვედრების გამართვას შეძლებენ.
საძილე სივრცეები
კიდევ ერთი კრეატიული იდეა ნიდერლანდების Delft University of Technology-ს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტზე საძილე სივრცეები განთავსდება. ისინი განსაკუთრებით მოსახერხებელი ხანგრძლივი მგზავრობის დროს იქნება.