მოტივტივე სახელმწიფო - როგორ იქნება მცურავი კუნძული, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება

21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილება და ადამიანთან ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შეცვლაა. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის გლობალური დათბობის შედეგად წყლის დონე დაახლოებით 0.8 მეტრით გაიზარდება, რის შედეგადაც გადასახლება სულ მცირე 190 მილიონ ადამიანს მოუწევს.

ამ გამოწვევების შესაჩერებლად და შეცვლილ გარემოზე ადაპტაციისთვის არაერთი ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ.

ზღვის დონის მატებასთან ადაპტაციის ერთ-ერთ გზად მცურავი სახელმწიფოების აშენება განიხილება, სადაც მუდმივად ცხოვრებას ათასობით ადამიანი შეძლებს.

kundz2-1617526882.jpg

The Guardians-ის მიხედვით, მსოფლიოში პირველი მცურავი სახელმწიფო OCEANIX CITY გახდება, რომელიც 75 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება გაშლილი და მასში ცხოვრებას მინიმუმ 10 000 ადამიანი შეძლებს.

პროექტი არქიტექტურულმა ფირმა BIG-მა (Bjarke Ingels Group) შექმნა. მათი თქმით, OCEANIX CITY ეკომეგობრული იქნება და ელექტროენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებს. ამასთან, ქალაქ-სახელმწიფო საკუთარი მცხოვრებლების საკვებითა და ყველა საჭირო პროდუქტითა თუ სერვისით მომსახურებას თავად შეძლებს.

kundz3-1617526906.jpg

პროექტ OCEANIX CITY-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ-სახელმწიფოს მცხოვრებლები დასვენებასა და გართობასაც შეძლებენ, რასაც დასასვენებელი სივრცეები, პარკები, სპორტული მოედნები და სკვერები უზრუნველყოფენ.

kundz5-1617526929.jpg

როგორც ცნობილია მცურავი სახელმწიფო ათობით პატარა კუნძულის ერთობლიობა იქნება, სადაც თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება ექნება.

BIG-ში აცხადებენ, რომ მცურავი კუნძული გარემო პირობებთან სრულიად ადაპტირებული იქნება და ნებისმიერ სახის სტიქიურ უბედურებასა თუ კატაკლიზმებს გაუძლებს.

kunz1-1617526961.jpg

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება მცურავი სახელმწიფოს მშენებლობა. პროექტმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, რომ კუნძულზე საცხოვრებელი სახლების შეძენის მსურველი ათასობით ადამიანია.

kundzuli-1617526988.jpg

ბექა ბერიაშვილი