ევროპის წამყვან ბრენდებზე ექსკლუზიური იმპორტის უფლება და ყველაზე მეტი დასახელების ევროპული პროდუქტი ერთ სივრცეში

რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ესპანურ „ელპოზოს“, ფინურ „ვალიოს“ ან თუნდაც ჰოლანდიურ „ფრიკოს“ პროდუქციას საქართველოში შეიძენდა. ახლა კი ეს შეუძლებელი აღარ არის, მეტიც, ქართულ ბაზარზე დღეს წამყვანი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დების არაერთ დასახელებას შევხდებით. ხოლო ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტია“, რომელსაც ევროპის წამყვან ბრენდებზე ექსკლუზიური იმპორტის უფლება და ყველაზე მეტი დასახელების ევროპული პროდუქტი ერთ სივრცეში აქვს.

როგორც წესი, ევროპული პროდუქცია პირ­ველ რიგ­ში, სა­ქონ­ლის მა­ღალ ხა­რისხთან, სან­დო­ო­ბას­თან და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­თან ასო­ცირდება. ევროპაში პროდუქტები ევროკავშირის მიერ დაწესებული კვების პროდუქციის წარმოების შესახებ კანონისა და სტანდარტების სრული დაცვით მზადდება. გარდა ევროკავშირის საერთაშორისო სერტიფიკატებისა, თითოეულ ქვეყანაში ხარისხის საკუთარი სტანდარტები, სანიტარულ-ჰიგიენური და ვეტერინარული წესები მოქმედებს. შესაბამისად, ამ წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, თითოეული მწარმოებელი მკაცრად იცავს პროდუქციის დამზადების, ჰიგიენის, შენახვის, შეფუთვისა და ლოჯისტიკურ რეგულაციებს. ეს კი საბოლოოდ, ევროპული პროდუქტის განსაკუთრებულობასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

ბოლო წლებში, ქართველი მომხარებელი „ევროპროდუქტის“ საშუალებით, პროდუქციას პირდაპირ ევროპული საწარმოებიდან იღებს. ქსელს წვდომა აქვთ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ორგანული, ულაქტოზო, უგლუტენო, ვეგანური, უშაქრო და ა.შ. ასეთ საკვებზე კი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან უკვე მნიშვნელოვანი ხდება ჯანსაღი კვება, ნატურალური საკვების მიღება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა კვებას და მშობლები განსაკუთრებით ზრუნავენ ამ საკითხზე. მათთვის აუცილებელია იცოდნენ, რას შეიცავს პროდუქტი, მისი წარმომავლობა, სად მზადდება და რა პირობებში.

ასეთ საკვებზე კი, ქართველ მომხმარებლებში მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან მომხარებელს სურვილი აქვს, რომ იკვებონ ჯანსაღად და თანაც, ევროპული ხარისხის პროდუქტით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ქართულ ბაზარზე მოქმედ რომელ კომპანიას შეუძლია მომხმარებელს სწორედ ასეთი პროდუქტი შესთავაზოს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სუპერმარკეტი, რომლის დახლებზეც საკვები პირდაპირ ევროპელი მწარმოებლებიდან ხვდება, არის „ევროპროდუქტი“.

აღნიშნულ სუპერმარკეტში ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დის 2000-მდე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ტია წარ­მოდ­გე­ნილი. ამასთან, ამ პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორიც თავად არის „ევროპროდუქტი“ და ისეთ ბრენდების, როგორებიცაა რძის ნაწარმიდან "არლა" და­ნი­ი­დან, "ფრი­კო" ჰო­ლან­დი­ი­დან, "ვა­ლიო" ფი­ნე­თი­დან და ა.შ. ასევე უგლუტენო ხორცპროდუქტებიდან "ელ­პო­ზო" ეს­პა­ნე­თი­დან, “ლეროი“ ნორვეგიიდან იმპორტის ექსკლუზიური უფლება აქვს.

ვინაიდან „ევროპროდუქტი“ თავად არის ექსკლუზიური ბრენდების იმპორტიორიც და დისტრიბუტორიც, პროდუქტების შეძენა ქსელში, ყველაზე იაფად არის შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ შემოტანილი პროდუქტის 40%-ზე მეტი „ევროპროდუქტში“ ექსკლუზიურად იყიდება.

msx-0237-copy-1617610854.jpg

სწორედ აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ევროპული ჯანსაღი პროდუქციის შეთავაზების მხრივ „ევროპროდუქტს“ პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. როგორც მოვიძიეთ ინფორმაცია, „ევროპროდუქტი“ ყველაზე მეტი ექსკლუზიური პროდუქტით არის ქართული ბაზრის ლიდერი, თანაც, ხელმისაწვდომი ფასებით.

„ევროპროდუქტში“ ისეთი პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ „დუტი ფრიში“ იყიდება, მაგალითად შოკოლადის სახეობები - Antob Berger, Ritter Sport, Mozart Reber , Walkers და ა.შ.

კიდევ ერთი ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც მხოლოდ „ევროპროდუქტში“ იყიდება ნამდვილი ანგუსის ჯიშის სტეიკია. ეს პროდუქტი ხორცის უძვლო ნაჭერია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება, ხოლო საქართველოში საუკეთესო სტეიკის შეძენა მხოლოდ „ევროპროდუქტშია“ შესაძლებელი.

დღეს „ევროპროდუქტის“ ქსელი უკვე 26 ფილიალით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი ბოლო მაღაზია ახლახანს ბათუმში გაიხსნა. კომპანია იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ევროპულ, ხარისხიან, ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როდესაც ამ რაოდენობის ევროპულ ბრენდთან გაქვთ ექსკლუზიური იმპორტის უფლება? აქვთ თუ არა კონრეტული მოთხოვნები, რასაც აკმაყოფილებთ და გეგმავთ თუ არა ამ მიმართულების განვითარებას?

ევროპროდუქტის დირექტორი გიორგი ოსეფაშვილი: როდესაც ასეთ ბრენდებთან გიწევს კომუნიკაცია, პასუხიმგებლობა ძალიან დიდია, რადგან აქვთ კონრეტული მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. მაგალითად, მაღალი ხარისხის საწყობი, სადაც პროდუქტი შესაბამის პირობებში უნდა ინახებოდეს. ქსელი აუცილებლად უნდა იყოს ისე მოწყობილი და გამართული, რომ მომხარებლთან პროდუქტი იდეალურ მდგომარეობაში მივიდეს.

ამ მიმართულებას ჩვენ და ჩვენი უცხოელი პარტნიორები დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ხშირად ჩამოდიან წარმომადგენლები ფინეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. აინტერესებთ, როგორ და სად გვაქვს განთავსებული მათი პროდუქტები. ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ კიდევ უფრო მეტი ფილიალი გაიხსნას. ხოლო რაც შეეხება მიზანს, დაარსების დღიდანვე ჩვენი მიზანი იყო კვების სტანდარტის შექმნა საქართველოში, დღესაც იმავეს ვაგრძელებთ და ვფიქროთ, რომ წარმატებით“.

msx-0272-1617610893.jpg

(R)