„აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ჯანმო-ს რეგისტრაციას ელოდება, ეს საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდელი"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 15 აპრილის შემდეგ ახალი ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ რეგისტრაციის მოდელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც ტიკარაძემ ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რეგისტრაციას ელოდება.

„ჩვენ ამ კვირაში ვაქცინაციის საბჭოს მოვიწვევთ და დამატებით ვიმსჯელებთ, თუ რა უნდა იყოს მიდგომა. ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან კონკრეტულ პასუხებს ველოდებით, რადგან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მათი მხრიდან რეგისტრაციას ელოდება. ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.