მერია ახალი მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს.
ამ მიზნით სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. საუბარია, 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 35 919 468 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა (ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის); არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის.