თამარ გაბუნიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

„წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიაში და სამეგრელოში.

შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო 1 კვირაა ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა, ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა, სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე, ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის.

ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი",-აცხადება გაბუნია.