Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4160 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4160 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4174 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 2 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4343 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0446 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.