საერთაშორისო ონლაინ ბეჭდვითი პლატფორმა „ჰეფი პრინტი“ საქართველოში

ონლაინ ბეჭდვის სერვისით სარგებლობა მსოფლიოსა და საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, საჭირო ხდება სრულყოფილი პლატფორმების შექმნა, სადაც მომხმარებლებს სწრაფად და მარტივად შეეძლებათ სასურველი მომსახურების მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2017 წელს ნიდერლანდებში HappyPrinting-ის დაარსება, რომელიც რეალურად გასცდა ლოკალურ საზღვრებს და ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ქსელურ ელ-კომერციულ ფრენჩაიზერ კომპანიას, რომლის სერვისითაც სარგებლობს 15 ქვეყანა: აშშ, ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, ნორვეგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ეკვადორი, ფილიპინები, იაპონია, ახალ ზელანდია და უკვე საქართველოც.

HappyPrinting არის გლობალური ონლაინ ბეჭდვის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ სტამბებს, ადგილობრივ მომხმარებელთან აკავშირებს. კომპანიის მიზანია ადგილობრივი მოთხოვნისა და მიწოდების დაკავშირების გზით, გაზარდოს ლოკალური პარტნიორების გაყიდვები, ამავდროულად ეს მიზანი ემსახურება ტრანსპორტირების ხარჯებისა და ბეჭდვისაგან წარმოქმნილი ნახშირბადის ოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობენ HappyPrinting-თან, სარგებლობენ მისი ონლაინ გადაწყვეტილებებით, ბრენდინგითა და მარკეტინგით.

„მიუხედავად იმისა, რომ „ჰეფიპრინტი“ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა, ჩვენ უკვე დიდ ცოდნას ვფლობთ „ვებთუპრინტ“ პლატფორმაზე, ვინაიდან გლობალურ კომპანიასთან თანამშრომლობით გვაქვს საშუალება, ფეხი ავუწყოთ და მივიღოთ ცოდნა მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ინოვაციებსა და მარკეტინგზე“, - განაცხადეს „ჰეფი პრინტი საქართველოს“ წარმომადგენლობაში.

მათივე თქმით, „ჰეფიპრინტი“ საქართველო გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე იმ მხრივ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბეჭდვით კომპანიებთან, მათ აქვთ საშუალება ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ერთ სივრცეში განათავსონ ნებისმიერი ბეჭდვითი სერვისი ან პროდუქტი, ეს კომფორტულია არამარტო ამ კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც, ვინაიდან მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ბეჭდვითი სერვისი ერთ პლატფორმაზე, ბევრი ძიებისა და ძალისხმევის გარეშე.

„ჰეფიპრინტის“ სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მისი კონცეფცია, ვებ-გვერდის დიზაინი არის ძალზე მარტივი და მოსახერხებელი. მომხმარებელს აქვს საშუალება ატვირთოს სასურველი საბეჭდი ფაილი, ან ვებ-გვერდის რედაქტორის საშუალებით ონლაინ შექმნას სასურველი დიზაინი, რაც საკმაოდ კომფორტულია. „ჰეფიპრინტი“ ითვალისწინებს დროის მნიშვნელობასაც, ამიტომ ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მომხმარებლებს სასურველი პროდუქტი. ამას ემატება ისიც, რომ მიწოდების სერვისი უფასოა თბილისის მასშტაბით.

მსოფლიოში პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელი იქნება სერვისის მიღება იგივე ხარისხითა და სიმარტივით, როგორც ეს ადგილზე შეკვეთის დროს ხდება, ამ ამოცანას შეიძლება ითქვას, რომ „ჰეფიპრინტმა“ სწორად გაართვა თავი. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით, შეკვეთის მიღებისას ხდება ფაილების შემოწმება და ყველა პროცესის მაქსიმალური ყურადღებით წარმართვა, რაც შემდგომ აისახება პროდუქტის ხარისხზე. ჩვენ მუდმივად გავდივართ გადამზადებას და ტრენინგებს "HappyPrinting“-ის სათაო ოფისთან ერთად, რათა შევძლოთ ბოლომდე მოვერგოთ მომხმარებლების სურვილებსა და მოთხოვნებს.