ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქმიანობის კერძო სექტორში გააგრძელებს.
როგორც მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ უცხოეთშიც იმუშავოს.
„უფრო კერძო სექტორში და ბიზნესში წავალ. უფრო ამ მიმართულებით, პოლიტიკისკენ არ მგონია. საქართველოშიც ვფიქრობ და უცხოეთშიც ალბათ. ჯერ შევხედავ, დავისვენებ ცოტა ხანი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში 31 მარტს გამოაქვეყნა. მაჭავარიანმა გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.