”ვისოლმა” საწვავზე ფასები კიდევ შეამცირა

„ვისოლის“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი კიდევ 3-6 თეთრამდე შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ვისოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი ავრცელებს.  მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, „ვისოლი“ ფასებს უკვე მეექვსედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 25-თეთრამდე დაიკლო.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების შემთხვევაში, ”ვისოლი” კიდევ გააიაფებს საწვავს: ”თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”.