KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე

ბუზა ყურძნის საკოლექციო ჯიშია, რომლის სუფთა სახეობა საქართველოს არცერთ კუთხეში გვხვდებოდა, ქართლის რეგიონში კი ერთეული ნერგების სახით იყო შემორჩენილი.

დაკარგული ყურძნის ჯიშის გადარჩენა მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი, მის აღსადგენად ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა უდიდესი შრომა გასწია.

KTW ჯგუფი პირველია, რომელმაც ყურძნის ამ უნიკალური ჯიშის ვენახი აღადგინა, ექსკლუზიური ღვინო ჩამოასხა და ამით ახალი სიტყვა თქვა ქართულ მეღვინეობაში. ამასთან, კომპანია ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს ბუზა-დანახარული-შავკაპიტოს ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან წარმოებულ ღვინოს სთავაზობს. KTW ჯგუფის საკოლექციო ვენახები საგურამოში მდებარეობს, რომლის მოსავლიანობა დროთა განმავლობაში გაიზარდა და ყურძნის ამ იშვიათი ჯიშებისგან ცალკეული ღვინის წარმოება გახდა შესაძლებელი.

ბუზა წითელი, მშრალი, შედარებით ღია ფერის, მსუბუქი ღვინოა, რომელსაც მაყვლის არომატები გამოარჩევს. ეს ღვინო KTW ჯგუფმა 2019 წელს მიღებული მოსავლისგან გურამიშვილის მარანაში დაამზადა, რომელიც დაძველების მიზნით, სპეციალურ კასრებში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იყო მოთავსებული. ღვინის ფერმენტაცია მაღალ, დაახლოებით 27-28 გრადუსზე მიმდინარეობდა. ფერმენტაციის 60 დღიანი პერიოდისა და მისი შესაბამისი მომზადების შემდეგ, ღვინო საფრანგეთიდან ჩამოტანილ ღვინის კასრებში მოათავსეს, რომელიც მაღალი გამოწვით ხასიათდება და წითელი ღვინის დამზადებისთვისაა განკუთვნილი.

meore-1617694543.jpg

KTW ჯგუფმა პირველ ეტაპზე ბუზასგან დაახლოებით 800 ბოთლი ღვინო დაამზადა, რომელიც კომპანიის პრემიუმ კლასის სასმელებს მიეკუთვნება.

ბუზას ყურძნის ჯიშის გადარჩენასთან ერთად, KTW ჯგუფი სხვა უნიკალური ჯიშების აღდგენა - პოპულარიზაციასაც ეწევა. მათ შორის არის დანახარული, რომლისგანაც კომპანიამ ცალკეული ღვინის წარმოება უკვე დაიწყო. დანახარული ძველი და უიშვიათესი ყურძნის ჯიშია, რომელიც ანა კალანდაძის პოეზიაში შემდეგნაირადაა მოხსენიებული:

„დანახარულის ვაზი

ყელს მოხვევია ჭიგოს,

შენი ტრფობით ვარ სავსე, -

ეჩურჩულება თითქოს...

შენი ვენახის ქოხი,

გადახურული წალმით,

თუ გაწვიმდება მაშინ...

შემოვალ ერთი წამით..“

ქართლის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენითა და მათგან ღვინის წარმოებით KTW ჯგუფი რეგიონის განვითარებასა და ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - უნიკალური ვაზის ჯიშების შენარჩუნებას ემსახურება. ამ მიზნით, კომპანიამ სოფელ არაშენდაში 17 ჰექტარი მიწის ფართობზე ადგილობრივი, მათ შორის იშვიათი ჯიშების გაშენება დაიწყო, სადაც ბუზას, დანახარულს, შავკაპიტოს, ჩინებულს და სხვა ქართლის ყურძნის ჯიშებს შეხვდებით. გარდა ამისა, KTW ჯგუფი გორის რაიონში, სოფელ მარანაში 75 ჰექტარ მიწაზე ვენახს აშენებს, დამატებით 25 ჰექტარზე კი, განაშენიანების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

ქართლის რეგიონის ყურძნის ჯიშები გემოვნური თვისებებითა და არომატებით აბსოლუტურად განსხვავებულია კახური ყურძნის ჯიშებისგან. კახეთის შემდეგ, ქართლის რეგიონი სწორედ ის ადგილია, სადაც კომპანიას განვითარების მნიშნელოვანი და საინტერესო გეგმები აქვს.

alternativa-1617694600.jpg

„კახური ყურძნის ჯიშები ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელია. „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მრავალწლიანი გამოცდილებით ქართლის რეგიონის ყურძნის ჯიშების გაცოცხლებას აქტიურად განვაგრძობთ და ახალი ღვინოების წარმოებას ვგეგმავთ. KTW ჯგუფი „გურამიშვილის მარანაში“ ადგილობრივი ჯიშებისგან გორულ მწვანეს, ჩინებულს, თავკვერს, გორულას, შავკაპიტოს აწარმოებს, რომელსაც უკვე ბუზა, დანახარული დაემატა. სამომავლოდ კი ამ ჩამონათვალის კიდევ უფრო გაფართოვებას ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონს მეღვინეობის თვალსაზრისით იმაზე დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ამას დღეს ვხედავთ. KTW ჯგუფი სწორედ ის კომპანია იქნება, რომელიც ამ პოტენციალს სრულად გამოიყენებს და ქართლის ჯიშებს ერთ-ერთ მოწინავეს გახდის ქართულ მეღვინეობაში“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

(R)