„ტერასა საბურთალო“ – 12 წლამდე განვადება ენერგოეფექტურ ბინებზე ქალაქის ცენტრში

ბინა ქალაქის ცენტრში, 1000 კვ.მ მწვანე სივრცე, წიწვოვანი ნარგავები, საბავშვო და სპორტული მოედნები - ეს „ტერასა საბურთალოა“, კომპლექსი, რომელიც სანდრო ეულის 7 ნომერში ხორციელდება.

სამი 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ენერგოეფექტური მასალებით, რომელიც კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ამასთან, პროექტი ხორციელდება მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით და მკაცრად არის გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება, რაც მობინადრეების სიმშვიდის გარანტია.

terasa1-1617694734.jpg

„ტერასა საბურთალოს“ ბინები მესაკუთრეებს სრული რემონტით ჩაბარდებათ და პირდაპირ შეძლებენ საცხოვრებლად გადასვლას. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, გეგმარება სურვილისამებრ შეარჩიონ.

terasa1234-1617709267.jpg

„ტერასა საბურთალოს“ 5 მთავარი უპირატესობა:

  • მასშტაბური გამწვანებული სივრცე ქალაქის ცენტრში;
  • ეკო და პრემიუმ კლასის სამშენებლო და სარემონტო მასალები;
  • საბავშვო გასართობი ზონა;
  • ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები;
  • დაცული გარემო.

terasa3-1617694824.jpg

"ტერასა საბურთალოს" "ტეტრის დეველოპმენტი" და "ტერასა ჯგუფი" ერთობლივად ახორციელებენ. "ტერასა ჯგუფის" განმარტებით, საბურთალოს პროექტზე გადახდის მოქნილ პირობები მოქმედებს.

„ტერასა საბურთალოზე“ მოქმედებს 12 წლამდე განვადება, რაც პროექტის ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან საცხოვრებლად გადადიხარ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პრემიუმ კლასის კომპლექსში და მის საფასურს შენზე მორგებული პირობებით იხდი“, - აღნიშნავენ „ტერასა ჯგუფში“.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები პროექტთან და გადახდის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გააცნობენ:

ganacxadii-1617694896.jpg

(R)