მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე.
რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.
დადგენილება 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.