საერთაშორისო მასშტაბით ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასი საქართველოში გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთი თვის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 9.4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი თვის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 6.87%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,56 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც, კერძოდ, ამ ერთ თვეში მატება 7.79% იყო. მისი საშუალო ფასი საქართველოში 2,78 ლარია.
ერთ თვეში 7.50%-ით გაიზარდა ფასი Premium 98-ის საწვავზე და მისმა საშუალო ფასმა 2,88 ლარი შეადგინა. ასევე 7.31%-ით მოიმატა ფასმა დიზელის ტიპის საწვავზე და მისი საშუალო ღირებულებს ერთ ლიტრზე 2,71 ლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი 19.20%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,55 ლარი შეადგინა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე