ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლების და შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 35 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, მათ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება.
კვლევის თანახმად, შესწავლილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების საერთო მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით იზრდება.
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 1,000-მდე თანამშრომელი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მხოლოდ 8,800 პირს შეადგენს.
2020 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტი 263,296,876 ლარს შეადგენდა. სადაც დასაქმებული იყო 3,942 პირი, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საერთო ხარჯი 30 მილიონ ლარს აღწევდა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი 10 უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოს (თბილისის გარდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2019 წელს 18,284,225 ლარს შეადგენდა. მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს და მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება”,- აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში.