თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებისთვის ტარიფების ახალი ნაკრები ივნისის თვისთვის განისაზღვრება

ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებისთვის ტარიფების ახალი ნაკრები ივნისის თვისთვის განისაზღვრება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიური მუშაობა ტარიფების თვალსაზრისით ოფთალმოლოგიისა და ნეიროქირურგიის მიმართულებით მიდის და გრძელდება კონსულტაციები კლინიკებთან.

„კლინიკების ტარიფებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, პროცესი არის ძალიან ინტენსიური, რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მიდის მუშაობა. კლინიკებთან კონსულტაციები გრძელდება. მე ვფიქრობ, სადღაც ივნისისთვის დამატებით უკვე ნაკრები ტარიფების ჩვენ გვექნება, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ ამ ნაწილზე. ოფთალმოლოგიასა და ნეიროქირურგიაზე მიდის ამ ეტაპზე მეტად აქტიური მუშაობა,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, კლინიკებმა ახალი ტარიფების დადგენის მოთხოვნით მთავრობას მიმართეს, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მარტის თვიდან დაიწყო.