საფრანგეთის მთავრობა ავიაკომპანია Air France-ის ფინანსურ ვალდებულებებს საკუთარ წილად დააკონვერტირებს და კომპანიის კაპიტალში თავის წილს 30%-მდე გაზრდის. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა რადიო France Inter-ის ეთერში განაცხადა. Air France გრძლევადიანი სამთავრობო დახმარებით სარგებლობს.
„3 მილიარდი ევროს დახმარება, რომელიც მათ 4 წლით მივეცით, ტრანსფორმირდება გრძელვადიან დახმარებად. გარდა ამისა, ჩვენ Air France-ის კაპიტალში საკუთარ წილს მილიარდ ევრომდე გავზრდით. ამის შედეგად სახელმწიფო კომპანიის აქციების 30%-ის მფლობელი და მისი მთავარი აქციონერი გახდება,“ - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.
მინისტრის თქმით, ევროკომისიამ ავიაკომპანიისთვის სახელმწიფო დახმარების გაფორმებას მხარი დაუჭირა. არსებული პირობების თანახმად, Air France-ს მოუწევს დროებითი სლოტების კონკურენტებისთვის გადაცემა.
„ჩვენ ვგეგმავთ 18 ლოტის მიყიდვას Orly-ის აეროპორტისთვის, რაც სლოტების მთელი წილის 4%-ია,“ - განაცხადა მინისტრმა.
მანამდე ფრანგულ-ჰოლანდიურმა ალიანსმა Air France-KLM რეკორდული ზარალის შესახებ განცხადება გაავრცელა. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ მხოლოდ 7,1 მილიარდი ევრო შეადგინა მაშინ, როცა 2019 წელს მას 290-მილიარდიანი ევროს მოგება ჰქონდა. Air France-KLM-ის ბრუნვა 59 %-ით არის შემცირებული და 2020 წელს 11,1 მილიარდი ევრო შეადგინა. სულ Air France-KLM-მა 2020 წელს 34 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2019 წელთან შედარებით, 67%-ით ნაკლებია. გასულ წელს ფრანგულ-ჰოლანდიური ალიანსის ვალმა 11 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით, 4,9 მილიარდი ევროთი მეტია.