ამერიკაში უმუშევრობა პანდემიამდელ დონეს 2022 წელს დაუბრუნდება

აშშ-ში უმუშევრობის დონე პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა Chicago Council on Global Affairs-ზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა, ჯერჯერობით, კლების პროცესშია, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა.

2 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს შრომის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები მარტში 916 ათასით გაიზარდა, თუმცა უმუშევრობის დონე მხოლოდ 6%-მდე შემცირდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ზოგი მოქალაქე იძულებული იყო, სამუშაო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაეტოვებინა, ზოგიც, მაგალითად, ბავშვის მოვლის გამო, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი მხოლოდ 9% იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყნის მთავარი ფინანსისტის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას ბაიდენის ეკონომიკის სტიმულირების 1,9-ტრილიონიანი დოლარის პაკეტი რომ არ მიეღო, მაშინ კრიზისამდელ დონეს უმუშევრობა მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდებოდა.

„თუ ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით გაგრძელდება, მოსახლეობის სრულად დასაქმება უკვე მომავალი წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა, რომლემაც ამერიკელებს შეახსენა, რომ პანდემიამდე უმუშევრობის დონე აშშ-ში 3,5% იყო.

კოკა კვირკველია