ახალი სენსორული POS ბალანსში

ცოტა ხნის წინ პროგრამა ბალანსს მოლარის სენსორული ინტერფეისი - იგივე POS დაემატა. ბალანსი არის ახალი თაობის ქართული საბუღალტრო პროგრამა, სადაც ერთიან სისტემაში ბუღალტრულ აღრიცხვასთან ერთად გაერთიანებულია ბიზნესის ყოველდღიური საოპერაციო ნაწილის მართვაც.

მოკლედ იმის შესახებ, თუ რატომ არის პროგრამა განსაკუთრებით კომფორტული ვაჭრობის სფეროსთვის:

ბალანსში გამარტივებულია შესყიდვები და გაყიდვების აღრიცხვა:

ბალანსი საშუალებას მოგცემთ თეთრების სიზუსტით დათვალოთ პროდუქციის თვითღირებულება: თვითღირებულებაში 1 მოქმედებით ნაწილდება ტრანსპორტირების, იმპორტის, ზედნადები და სხვა დამატებითი ხარჯები. სწორი თვითღირებულების გამოთვლა საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ სასურველი მარჟა და მომგებიანობა.

რაც შეეხება გაყიდვების მოდულს: ბალანსში პროგრამულად აღირიცხება მყიდველებთან ურთიერთობა - ფიქსირდება კომერციული შეთავაზება, შეთავაზებას ებმის შეკვეთა და საბოლო ჯამში, რეალიზაციაც. ეს ყველაფერი კი პარალელურად აისახება Rs.ge-ზე. ბალანსში მარტივად ხდება პროდუქციის უკან დაბრუნების ოპერაციების დაფიქსირებაც. პროგრამა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ სხვადასხვა სახის ავტომატური ფასდაკლებები.

sareklamoo-1617775695.jpg

პროგრამაში შესაძლებელია საწყობის მართვა

ბალანსი არის მინი ERP სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამაში ერთ სისტემაშია გაერთიანებული განსხავებული მოდულები - საწყობის პროგრამა, მაღაზიის პროგრამა, გაყიდვების და შესყიდვების მოდული, წარმოების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ფინანსები და მენეჯერული რეპორტები. ის, რაც დღის განმავლობაში რეალიზდება მოლარის ინტერფეისიდან, აისახება გაყიდვების მოდულში და შესაბამისი პროდუქცია ჩამოიწერება საწყობიდანაც. და პირიქით, შესყიდვების მოდულიდან გაკეთებული შესყიდვის ოპერაციისას, პროდუქცია აისახება საწყობის მოდულში შესაბამის ნაშთებად.

ეს სისტემა მინიმუმადე ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას და ზოგავს თანამშრომლების დროსა და ენერგიას. ამასთან, საშუალებას იძლევა, მარაგები გაკონტროლდეს დღის ნებისმერი მომენტში, ლაივ რეჟიმში - ამისთვის საჭიროა მხოლოდ საწყობის მოდულის ნაშთების რეპორტებში სასურველი პროდუქტის მონიშვნა და დაფილტვრა.

ბალანსი ინტეგრირდება E-commerce პლატფორმებთან

ბალანსი არის ღია სისტემა - ეს ნიშნავს, რომ პროგრამის ინტეგრაცია შესაძლებელია E-commerce ძრავებთან. შესაბამისად, ონლაინ მაღაზია პირდაპირ ებმის პროგრამას: ის რაც იყიდება მაღაზიაში, ავტომატურად აისახება ბალანსის გაყიდვების მოდულში და ჩამოიწერება საწყობიდან. ასევე, საწყობზეა მიბმული საიტზე მარაგების მაჩვენებელი. შესაბამისად, საიტზე აღარ არის საჭირო მარაგების რაოდენობის ხელით კორექტირება - პროდუქციის რაოდენობა ავტომატურად იცვლება ბალანსის საწყობის მოდულში არსებული ნაშთების მიხედვით.

მომხმარებლებმა ინტეგრაციის პროტოკოლის საშუალებით ბალანსი უკვე დაინტეგრირეს CS-cart-ისა და B2C-ს ონლაინ ვაჭრობის ძრავებთან.

ბალანსი მუშაობს ქლაუდზე

ბალანსს აქვს როგორც ტრადიციული ე.წ. on premise ვერსია, ისე ქლაუდ ტექნოლოგიაც. On Premise ვერსიის შეთხვევაში მომხმარებელი ერთჯერადად ყიდულობს პროგრამის ლიცენზიას უვადოდ. ხოლო ქლაუდ ვერსიის შემთხვევაში, მომხმარებელი პროგრამით სარგებლობს ყოველთვიური მინიმალური გადახდების სანაცვლოდ - ამასთან ქლაუდ ტექნოლოგია ნიშნავს, რომ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერიდან, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი. ბაზა განთავსებულია დაცულ სერვერებზე, რაც მომხმარებელს უზოგავს ბაზების გამართული მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ და IT ხარჯებსაც.

პროგრამას უკვე აქვს სენსორული პოსიც

იმისათვის, რომ სრულად ავტომატიზებული ყოფილიყო ვაჭრობის სფერო - ბალანსს დაემატა მოლარის ე.წ. “თაჩიანი“ ინტერფეისიც. ამით სრულად დაიფარა გაყიდვებისთვის საჭირო ფუნქციონალი.

პროგრამა ბალანსი დაწერილია 1C -ის უახლეს, 8.3 ვერსიაზე, შექმნილია ქართული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და აქვს სამენოვანი ინტერფეისი - ქართული, ინგლისური და რუსული. პროგრამის უფასო 1ც დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე, ან დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს 591 766 76.

(R)